ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ავტოტრანსპორტის სექტორიდან გაფრქვევების შემცირების კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ავტომობილების ტექნიკური (წვის სისტემის) გამართულობა. ქვეყნის ავტოპარკის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყანაში შეიქმნა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ახალი სისტემა. კერძოდ:

  • მომზადდა მთელი ავტოპარკის ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივი დაფარვის გეგმა, ავტომობილის რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.

  • მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და 2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა დადგენილებები:

  • დაინერგა ავტომობილების ინსპექტირების ერთიანი ელექტრული სისტემა. სისტემის მეშვეობით ხორციელდება ავტომობილების ინსპექტირების პროცესის მუდმივი მონიტორინგი და ინსპექტირების შედეგების დიდწილად ავტომატურად შექმნა, რაც მინიმუმამდე ამცირებს ინსპექტირების პროცესში ადამიანურ ფაქტორს და კორუფციის რისკს.

  • გაიზარდა ჯარიმები ტექნიკური ინსპექტირების არ გავლისთვის. ფიზიკური პირებისთვის 10-დან 50 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის 200 ლარამდე.

  • გამონაბოლქვის კონტროლის კუთხით, ნახშირჟანგის (CO) კონტროლს დაემატა ვიზუალური კონტროლი კვამლიანობაზე.