28 ოქტომბრიდან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ ავტომატურ სადგურზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი განპირობებულია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.