ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი
✓
შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად იაროთ ფეხით ან ველოსიპედით
✓
ნუ გამოიყენებთ ავტომობილს მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად
✓
იმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით
✓
ნუ მოცდებით საცობში დგომით. ელექტროტრანსპორტი, როგორიცაა მეტრო და საბაგირო უზრუნველყოფს თქვენ დროულ და გამონაბოლქვის გარეშე გადაადგილებას
✓
იზრუნეთ თქვენი ავტომობილის ტექნიკურ, განსაკუთრებით წვის სისტემის, გამართულობაზე! (სავალდებულო პერიოდული ინსპექტირების ცხელი ხაზი - 1484) 
✓
გამართეთ ავტომობილი
  • წვის სისტემა (ძრავი და გამონაბოლქვის კონტროლის სისტემა);
  • სავალი ნაწილი;
  • ელექტრომოწყობილობები;
  • სამუხრუჭე სისტემა;
  • საჭის მართვის სისტემა;
  • მინასაწმენდები;
  • განათება.
✓
არ ამოიღოთ ე.წ. კატალიზატორი! მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხევაში შეცვალეთ ახლით
✓
უკეთ მართეთ ავტომობილი - დაიცავით ეკო-მართვის შემდეგი პრინციპები
  • მოვერიდოთ ავტომობილის დგომას ჩართული ძრავით
  • დროულად გამოვცვალოთ ძრავის ჰაერის ფილტრი
  • შევინარჩუნოთ საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევა
  • არ განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შემდეგ ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება
  • შეძლებისდაგვარად გამოვიყენოთ კრუიზკონტროლი, რომელიც თავად არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს
  • ძრავის ბრუნვის დაბალი სიჩქარით მოძრაობა იწვევს საწვავის მოხმარების შემცირებას
  • გადაცემათა კოლოფი უნდა გადავრთოთ მაღალ გადაცემაზე, რაც შეიძლება ადრე და დაბალ გადაცემაზე გადავრთოთ, რაც შეიძლება გვიან
  • შუქნიშნის წითელი ფერის რეჟიმზე გადასვლის დროს შუქნიშანთან მიახლოებისას ვიმოძრაოთ ინერციის გამოყენებით
  • წინასწარ დავგეგმოთ მოძრაობა
  • ნუ გავახურებთ ძრავს დაძვრამდე. დავძრათ ავტომობილი და დაძვრის შემდეგ მცირე ხნით ვიმოძრაოთ ძრავის დაბალი ბრუნვათა რიცხვით, სანამ ძრავი არ გათბება
  • ნუ ვიმოძრავებთ ზაფხულში ზამთრის საბურავებით
  • მინიმუმამდე შევამციროთ კონდიციონერის გამოყენება
  • კატალიზატორი შესაძლოა დაზიანდეს თუ ავტომობილის დაქოქვა წარმოებს მისი ბუქსირებით
  • გავათავისუფლოთ ავტომობილი ზედმეტი ტვირთისგან
  • შევეცადოთ ტვირთი განვათავსოთ ავტომობილის საბარგულში და არა სახურავზე
✓
ნუ იმგზავრებთ ავტომობილით მარტო - დაიმგზავრე!
✓
ავტომობილის შეძენისას არჩევანი გააკეთეთ უფრო სუფთა ტექნოლოგიაზე, როგორიცაა ელექტრომობილი და ჰიბრიდი. ასეთი არჩევანი გარემოს დაბინძურებასთან ერთად საწვავის ხარჯსაც მნიშვნელოვნად ამცირებს
✓
შეამცირეთ შეშის მოხმარება
✓
მოხმარებამდე კარგად გააშრეთ შეშა - მიიღე მეტი სითბო ნაკლები შეშით
✓
შეშა გაცილებით უფრო „ბინძური“ საწვავია ვიდრე ბუნებრივი აირი
ბუნებრივი აირის მოხმარებასთან შედარებით შეშის წვისას იფრქვევა მეტი:
NOx 2 ჯერ
CO 154 ჯერ
NMVOC 316 ჯერ
SOx 37 ჯერ
TSP 667 ჯერ
PM10 633 ჯერ
PM2.5 617 ჯერ
BC 2 ჯერ
Pb 18 000 ჯერ
Cd 52 000 ჯერ
As 2 ჯერ
Cr 30 263 ჯერ
Ni 3 922 ჯერ
Se 45 ჯერ
Zn 341 333 ჯერ
PCDD/F 533 ჯერ
Benzo(a)pyrene 216 ჯერ
Benzo(b)fluoranthene 132 ჯერ
Benzo(k)fluoranthene 50 ჯერ
Indeno(1,2,3-cd)pyrene 85 ჯერ
NH3 70 ჯერ
HCB 5 ჯერ