ჰაერის მონიტორინგის სადგურების
მუშაობისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდომარეობის შესახებ
მიმდინარე წლის 27 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ფიქსირდება მყარი ნაწილაკების
(PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება.
არსებული სინოპტიკური სიტუაციის ანალიზის მიხედვით კონცენტრაციების მატება ტრანსსასაზღვრო
ხასიათისაა და განპირობებულია არაბეთის
ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით.
ტექნიკური ხარვეზის გამო ქალაქ თბილისში ყაზბეგის
გამზირზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე დროებით
შეჩერებულია აზოტის დიოქსიდის (NO2) გაზომვები. ტექნიკური ხარვეზის
აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.