ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი
ავტოტრანსპორტის სექტორი
ღონისძიება: ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ასს-ები) გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების თანამედროვე ეფექტური სისტემის დანერგვა და ამოქმედება
შემსრულებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნულიორგანო - აკრედიტაციის ცენტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულ უწყებებთან ერთად
შესრულების ვადა: 2018 წლის 1 იანვარიდან
ღონისძიება: ევროკავშირის კანონმდებლობის სტანდარტების გათვალისწინებით, ასს-ების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ტექნიკური რეგლამენტის მიღება
შემსრულებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო დაინტერესებულ უწყებებთან ერთად
შესრულების ვადა: 2017 წლის IV კვარტალი
ღონისძიება: საკანონმდებლო ცვლილების მომზადება ჯარიმების გაზრდის თაობაზე იმ ასს-ებისთვის, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება
შემსრულებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
შესრულების ვადა: 2017 წლის III კვარტალი
ღონისძიება: გზებზე კონტროლის გამკაცრება იმ ასს-ების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ გავლილი გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება
შემსრულებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შესრულების ვადა: 2017 წლის III კვარტლიდან
ღონისძიება: შესაბამისი საკანონმდებლო/კანონქვემდებარე ცვლილებების მომზადება ტესტირების ცენტრების მიმართ წაყენებული მოთხოვნების გამკაცრების მიზნით
შემსრულებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი
შესრულების ვადა: 2017 წლის III კვარტალი
ღონისძიება: ძველი ამორტიზებული ასს-ების უტილიზაციის კონცეფციის შემუშავება
შემსრულებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შესრულების ვადა: 2018 წლის I კვარტალი
ღონისძიება: ავტოპარკის გაახალგაზრდავების და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების ხელშეწყობა
შემსრულებელი: კომპეტენტური უწყებები
შესრულების ვადა: 2017 -2020 წ.წ.
ღონისძიება: ასს-ების ეკოლოგიურობის კლასების შემოღების სამართლებრივი ბაზის შემუშავება
შემსრულებელი:საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
შესრულების ვადა: 2018 წლის I კვარტალი
ღონისძიება: ასს-ების იმპორტის ეტაპობრივი აკრძალვა ეკოლოგიურობის კლასების მიხედვით
შემსრულებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შესრულების ვადა: 2018 წლის II კვარტალი
ღონისძიება: ელექტრომობილების სწრაფდამტენების ინფრასტრუქტურის მოწყობა
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
შესრულების ვადა: 2017-2020 წ.წ.
ღონისძიება: ელექტრომობილებისათვის უფასო და სწრაფდამტენებით აღჭურვილ ადგილებში სპეციალური პარკირების უზრუნველყოფა
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
შესრულების ვადა: 2017-2018 წ.წ
ღონისძიება: ძველი ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლების კონცეფციის მომზადება
შემსრულებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შესრულების ვადა: 2018 წლის III კვარტალი
ღონისძიება: ტაქსების მართვის კონცეფციის შემუშავება
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
შესრულების ვადა: 2018 წლის II კვარტალი
ღონისძიება: საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესება
შემსრულებელი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დაინტერესებულ უწყებებთან ერთად
შესრულების ვადა: 2017 -2020 წ.წ.
ღონისძიება: დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმების ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოვება
შემსრულებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შესრულების ვადა: 2018 წლის IV კვარტალი
ღონისძიება: საავტომობილო საწვავის ხარისხის რეგულარული კონტროლი ნავთობპროდუქტების საცავებში, რეალიზაციის საცალო და საბითუმო პუნქტებში
შემსრულებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შესრულების ვადა: 2017 -2020 წ.წ.
ღონისძიება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მოდერნიზაცია
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დაინტერესებულ უწყებებთან ერთად
შესრულების ვადა: 2017 -2020 წ.წ.
ღონისძიება: ავტობუსების პარკის განახლება და ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტექნოლოგიებზე გადასვლა
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
შესრულების ვადა: 2017 -2020 წ.წ.
ღონისძიება: მიწისზედა ელექტროტრანსპორტის ტრამვაის განვითარების კონცეფციის შემუშავება
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შესრულების ვადა: 2018-2020 წ.წ.
ღონისძიება: საბაგირო ხაზების მშენებლობა
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
შესრულების ვადა: 2017-2018 წ.წ.
ღონისძიება: საგზაო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ნაკადების მართვის გაუმჯობესება
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დაინტერესებულ უწყებებთან ერთად
შესრულების ვადა: 2017 -2019 წ.წ.
ღონისძიება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური სავალი ზოლების მოწყობა და მარშრუტების დაგეგმვა
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
შესრულების ვადა: 2017 -2018 წ.წ.
ღონისძიება: ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა სავალი გზების განვითარება
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
შესრულების ვადა: 2017-2018 წ.წ.
ღონისძიება: სატრანსპორტო ნაკადების მართვის ოპტიმიზაცია, მათ შორის შუქნიშნების მართვის სისტემის გაფართოება და მოდერნიზაცია
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
შესრულების ვადა: 2017-2018 წ.წ.
ღონისძიება: პარკირების საფასურის საათობრივი გადახდის კონცეფციის შემუშავება
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
შესრულების ვადა: 2018-2019 წ.წ.
ღონისძიება: თბილისის ტერიტორიაზე ჰაერის მაღალი დაბინძურების ზონების გამოყოფა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება აღნიშნულ ზონებში დაბინძურების დონის შესამცირებლად
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
შესრულების ვადა: 2018-2019 წ.წ.