ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი
საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
ღონისძიება: საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
შემსრულებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
შესრულების ვადა: 2017-2020 წ.წ.
ღონისძიება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციის საინფორმაციო კამპანია
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
შესრულების ვადა: 2017-2020 წ.წ.
ღონისძიება: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზეგავლენის, ასევე ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება (გაშუქება მასობრივი ინფორმაციის, მიზნობრივი ლიტერატურისა და სწავლების პროპაგანდის საშუალებით)
შემსრულებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
შესრულების ვადა: 2017-2020 წ.წ.
ღონისძიება: მართვის მოწმობის საგამოცდო ბილეთებში დამატებით ავტომობილების ეკო-მართვის წესების შესახებ საკითხების შეტანა
შემსრულებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შესრულების ვადა: 2018 წლის III კვარტალი
ღონისძიება: გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინება ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
შემსრულებელი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
შესრულების ვადა: 2017 წლის IV კვარტალი
ღონისძიება: საზოგადოების ინფორმირება უსაფრთხო და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ფეხით სიარულისა და ველოსიპედით მგზავრობის უპირატესობის შესახებ.
შემსრულებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
შესრულების ვადა: 2017 - 2020 წწ.
ღონისძიება: საზოგადოების ინფორმირება
შემსრულებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შესრულების ვადა: 2017-2020 წ.წ.
ღონისძიება: თბილისის ავტომატური მონიტორინგის ქსელის მონაცემების ონლაინ რეჟიმში ვებ-გვერდზე განთავსება
შემსრულებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო
შესრულების ვადა: მუდმივად
ღონისძიება: სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
შემსრულებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შესრულების ვადა: წელიწადში 2-ჯერ