ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

კერძო ტრანსპორტისა და მასთან დაკავშირებული ჰაერის დაბინძურების შემცირების ერთი-ერთი უმთავრესი საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის შემდეგი ღონისძიებები გატარდა:

    • გაიხსნა ახალი 23-ე მეტროს სადგური;
    • ეტაპობრივად მიმდინარეობს არსებული ავტობუსების გაცილებით უფრო თანამედროვე (ევრო 6) და ხშირ შემთხვევაში უფროს სუფთა საწვავზე მომუშავე ავტობუსებით ჩანაცვლება;
    • მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არსებული მოძველებული დიზელზე მომუშავე ავტობუსების სრული ჩანაცვლების შესახებ, რაც 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება;
    • 2020 წელს თბილისის ავტობუსების პარკს 200 ერთეული დაიმატება და ჯამში დედაქალაქს 900-მდე ახალი ავტობუსი მოემსახურება.
    • არაერთ ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოეწყო სპეციალური სავალი ზოლები (ე.წ. ბასლაინები);
    • გაიხსნა ახალისაბაგირო გზები.