ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

110.99x100 (Original: რუკაზე მოცემულია ორი ტიპის აღმნიშვნელი, რომელიც ასახავს ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების ადგილმდებარეობას.

ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი (ავტომატური სადგურები) 

ფერები შეესაბამება მოცემულ საათში მონიტორინგის ავტომატურ სადგურებში დაფიქსირებულ ჰაერის ხარისხის მაჩვენებლებს მონიტორინგის სადგურებში. გასათვალისწინებელია, რომ ამით არ გამოიხატება ჰაერის ხარისხის საშუალო წლიური მაჩვენებელი, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება. ექვსი ძირითადი დამბინძურებლის მონაცემების გაზომვისას განისაზღვრება ინდექსის დონე, რომელიც ასახავს მიმდინარე პერიოდში ჰაერის ხარისხის მდგომარეობას თითოეულ მონიტორინგის სადგურზე. ინდექსი განსაზღვრავს დაბინძურების დონეებს ექვსი დამბინძურებელი ნივთიერებისთვის შემდეგი სქემის მიხედვით.

(CO-ს კონცენტრაცია მგ/მ3, სხვა დამბინძურებლის კონცენტრაცია მკგ/მ3)

დამბინძურებლები ძალიან კარგი კარგი საშუალო ცუდი ძალიან ცუდი
PM2.5
მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 2.5 მკ-ზე
0-10 10-20 20-25 25-50 50-800
PM10
მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 10 მკ-ზე
0-20 20-35 35-50 50-100 100-1200
NO2
აზოტის დიოქსიდი
0-40 40-100 100-200 200-400 400-1000
O3
ოზონი
0-80 80-120 120-180 180-240 240-600
SO2
გოგირდის დიოქსიდი
0-100 100-200 200-350 350-500 500-1250
CO
ნახშირჟანგი
0-5 5-7 7-10 10-15 15-50

შენიშვნა* ავტომატური სადგურებიდან მიღებულ მონაცემებს არ გაუვლიათ ვალიდაციის პროცედურა, შესაბამისად არ არის დამოწმებული სპეციალისტების მიერ. ვალიდაციის მქონე მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ თვის და წლის ანგარიშებში.

რუხი წერტილები მიუთითებენ იმ სადგურებზე, რომელთათვისაც: არ არის საკმარისი მონაცემები ან მონაცემები არ არის დაფიქსირებული ინდექსის დასაანგარიშებლად მითითებული პერიოდისთვის.

თითოეული სადგურის წერტილზე დაჭერისას ჩნდება “დეტალურად” ღილაკი, რომელიც გვაჩვენებს გრაფიკებს იმავე ფერებში. პირველი გრაფიკი აჩვენებს დაკვირვების მითითებულ ადგილზე, ბოლო 365 დღეს დაფიქსირებული მონაცემების აგრეგირებულ მნიშვნელობებს. მეორე გრაფიკის XY ღერძებზე წარმოდგენილია ინდექსის ცვლილება სხვადასხვა დამბინძურებლისათვის ბოლო 1 თვის განმავლობაში. ე.ი კონცენტრაციები ნორმალიზებულია საშუალო მნიშვნელობაზე.


დამბინძურებლის მნიშვნელობები ზოგიერთი ნივთიერებისთვის გამოითვლება შემდეგნაირად:

CO-ს და O3-ის საათობრივი კონცენტრაციები  წარმოადგენს ბოლო 8 საათის კონცენტრაციების  საშუალო მნიშვნელობას, ხოლო PM10-ის კი - ბოლო 24 საათის საშუალო მნიშვნელობას. ტყვიის კონცენტრაცია მოცემულია ბოლო 12 თვის მონაცემების საშუალო მნიშვნელობის გამოთვლის საფუძველზე. ყოველ ახალ ვადაზე (საათზე) მონაცემები აისახება 10 წუთის დაყოვნებით.


ჰაერის ხარისხის ინდიკატორული გაზომვები 

ფერები შეესაბამება მოცემულ პერიოდში ჰაერის ხარისხის მაჩვენებელს ინდიკატორული გაზომვებით მიღებული მნიშვნელობებისთვის. ინდექსი განსაზღვრავს დაბინძურების დონეებს ხუთი დამბინძურებელი ნივთიერებისთვის შემდეგი სქემის მიხედვით.

(დამბინძურებლის კონცენტრაცია მკგ/მ3)

დამბინძურებლები ძალიან კარგი კარგი საშუალო ცუდი ძალიან ცუდი
NO2
აზოტის დიოქსიდი
0-26 26-40 40-75 75-200 200-1000
O3
ოზონი
0-80 80-120 120-180 180-240 240-600
SO2
გოგირდის დიოქსიდი
0-50 50-125 125-350 350-500 500-1250
C6H6
ბენზოლი
0-2 2-5 5-7 7-10 10-12
Pb
ტყვია
0-0.02 0.02-0.1 0.1-0.5 0.5-1 1-10