03 სექტემბრიდან ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ ავტომატურ სადგურზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში. აღნიშნული პროცესი, შესაძლოა განპირობებული იყოს ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.