ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

არსებული სინოპტიკური სიტუაციის ანალიზი უჩვენებს, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან ადგილი აქვს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთის ქვეყნებიდან შემომავალი თბილი ჰაერის მასების გავრცელებას. შესაბამისად, საქართველოში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატებას აღნიშნული სინოპტიკური პროცესები განაპირობებს.

IT ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოების გამო პორტალზე დროებით შეჩერებულია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთი სადგურის მონაცემთა განახლება.

ასევე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო ზოგიერთ სადგურზე დროებით შეჩერებულია სხვადასხვა პარამეტრების გაზომვები. ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.