ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ჰაერის მონიტორინგის სადგურების მუშაობისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდომარეობის შესახე

მიმდინარე წლის 5 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება.

არსებული სინოპტიკური სიტუაციის ანალიზი უჩვენებს, რომ ატმოსფეროს მაღალ ფენებში ადგილი აქვს სამხრეთის ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მასების გავრცელებას. საქართველოში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება ტრანსასაზღვრო ხასიათისაა და  აღნიშნული მოვლენა საჰარის უდაბნოს მტვრის მასების შემოჭრით არის განპირობებული.

ტექნიკური ხარვეზის გამო ქალაქ თბილისში ყაზბეგის გამზირზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე დროებით შეჩერებულია აზოტის დიოქსიდის (NO2) გაზომვები.

ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.