ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მუშაობის შესახებ

 

ქ.თბილისში - დ.აღმაშენებლის გამზირი 73ა "ილიას ბაღში", მარშალ გელოვანის გამზ. N34-ში და ვარკეთილი 3, IIIა მ/რ, N325-ის მიმდებარედ, ქ.რუსთავში ბათუმის ქუჩა N19-ში და ქ.ბათუმში ტ.აბუსერიძის ქუჩა N1-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ზოგიერთ მონაცემთან წვდომა.

ასევე, ქ.ქუთაისში ლადო ასათიანის ქ.N98-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სადგურის მონაცემებთან წვდომა.

ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.