ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ავტომობილის ნაცვლად ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილებაზე არჩევანის გაკეთება უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ჯანმრთელობის, ისე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც რომ ავტომობილზე უარის თქმის ან მისი მინიმალურად გამოყენება მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება ტროტუარების უკეთ მოწყობა და ველობილიკების ინფრასტრუქტურის განვითარება.