ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ქვეყნის საავტომობილო პარკის გაახალგაზრდავების და უფრო სუფთა ავტომობილების ხელშეწყობის მიზნით გატარდა რიგი ღონისძიებები. კერძოდ,

  • 2017 წლიდან:

  • თითქმის ყველა სახის ავტომობილზე აქციზის გადასახადი დაახლოებით 25%-ით გაიზარდა.

  • 10 წლის ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი გაორმაგდა.

  • 14 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - თითქმის გასამმაგდა.

  • 2016 წლიდან  6 წელზე ნაკლები ასაკის ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი 60%-ით შემცირდა.

  • ელექტრომობილების იმპორტი არ იბეგრება.

  • ქვეყანაში შეიქმნა ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობების ქსელი.

  • 2017 წლიდან ბენზინის იმპორტზე აქციზის გადასახადი 2-ჯერ, ხოლო დიზელზე თითქმის 3-ჯერ გაიზარდა.

აღნიშნულმა ქმედებებმა  ხელი შეუწყო ნაკლები ასაკისა და უფრო სუფთა ავტომობილებზე (ჰიბრიდული და სრულად ელექტრო ავტომობილების) მოთხოვნის გაზრდას და რადიკალურად შეცვალა იმპორტის სურათი. მაგალითისთვის:

  • 2015 წელთან შედარებით 2018 წელს 3-ჯერ შემცირდა ბენზინზე მომუშავე ავტომობილების იმპორტი.
  • 2015 წელთან შედარებით 2018 წელს ჰიბრიდული ავტომობილის იმპორტი 20-ჯერ გაიზარდა. შედეგად, 2018 წელს იმპორტირებული ავტომობილებიდან ყოველი მეორე ავტომობილი ჰიბრიდული სისტემის ან სრულად ელექტრო იყო.
  • გაცილებით დიდია ელექტრომობილების იმპორტის ზრდის ტენდენცია. კერძოდ:
    • 2016 წელს ქვეყანაში იმპორტირებულ იქნა 32 ერთეული ელექტრომობილი;
    • 2017 წელს 812 ერთეული, ხოლო 2018 წელს 592.
  • წინა წლებთან შედარებით, როდესაც იმპორტის უმთავრეს წილს ევრო 2 და ევრო 3 კლასის ავტომობილები შეადგენდნენ, ბოლო ორი წლის განმავლობაში იმპორტის უდიდესი წილი ევრო 3,  ევრო 4 და ევრო 5 კლასის ავტომობილებმა შეადგინა.
  • 2017 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ევრო 5 სტანდარტის ავტომობილების იმპორტის წილი მთლიან იმპორტში.
  • 2017 წელს შემცირდა ბენზინისა და დიზელის მოხმარებაც (დაახლოებით 10%-ით).